|
2015-08-19 10:28:43, 747 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქობულეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში მომდხარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რევაზ ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთში, ღამის კლუბ „ტროპიკანკას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკებისას, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ნ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიმალვა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს. დაჭრილი გიორგი ნ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)