11:48 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-04 12:31:03, 1367 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე მეცხრე გარდაცვლილზე - ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდ19-ით გარდაცვლილ მეცხრე პაციენტზე ისაუბრა და განმარტა, რომ კოვიდ ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა.

მისი თქმით, ჩვენი ექიმები ამ მიმართულებითაც გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით.

„გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის. ეს ფაქტი არის, რა თქმა უნდა, აღსანიშნავი და ჩვენი ექიმები ამ მიმართულებითაც გაცილებით უფრო მეტი ყურადღებით იქნებიან სხვა პაციენტებთან მიმართებით, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კოვიდ ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ კოვიდ19-ით 58 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა კორონავირუსით შუა ხნის პაციენტი გარდაიცვალა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics