12:45 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-02 13:11:03, 1988 ნახვა

კომენტარი
მეშველიანი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული პირები საავადმყოფოში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანიდან კორონავირუსით ინფიცირებული პირები საავადმყოფოში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ, - აღნიშნულის სესახებ ბოლნისის მაჟრიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ გადაყვანა საავადმყოფოში დღის ბოლომდე მოხდება.

„გუშინ აქ გარკვეული დაპირისპირება მოხდა საექიმო ჯგუფსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. რომლებიც ცდილობდნენ ინფიცირებული პირის გადაყვანას სამკურნალო დაწესებულებაში.თვითონ ოჯახს ჰქონდა გარკვეული შედეგები. ფაქტობრივად ამ მ ოჯახთან შეთანხმება მიღწეული იქნა. თუმცა ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფსა და სამედიცინო ჯგუფს შორის მოხდა დაპირისპირება და იყო გარკვეული აგრესიული ქმედებები. თუმცა დაზარალებული ფიზიკურად არავინ არ გახლავთ. დღეს ჩენ მივალთ და ოჯახს გავესაუბრებით, რომ მათი მკურნალობა პირველ რიგში არის მათსავე ინტერესში და ისინი გადაყვანილნი იქნებიან საუკეთესო კლინიკაში“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში სამედიცინო პერსონალს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. მათ კორონავირუსით ინფიცირებული პირების გადაყვანის საშუალება არ მისცეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics