17:27 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-30 13:01:07, 1557 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ილორის N22 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება

გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ავჭალაში, ილორის N22 კორპუსთან შიდა ეზოს მოწესრიგება მიმდინარეობს. აღნიშნულ კორპუსში გლდანის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში,  წყალარინების გარე  ქსელი მოწესრიგდა.

ამჯერად კი გლდანის რაიონის გამგეობა დაახლოებით, 1 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის დაგებას ახორციელებს. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  55 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.

ამასთან,  სარაჯიშვილის N7 - ილორის N12  კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს სანიაღვრე ქსელის მოწყობა, რის შემდეგაც დაახლოებით, 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე  ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის 110 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას, რომელსაც  გლდანის გამგეობის დაკვეთით შპს ,,ახალი ჯგუფი“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს  მაჟორიტარ  დეპუტატთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics