|
2020-04-30 09:55:05, 1505 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთის ელჩი - საქართველოს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს რეგიონში, რაც ნამდვილად სამაგალითოა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, საქართველოში ჩინეთის ელჩთან ლი იანთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ, სადაც ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა ინახება. აღსანიშნავია, რომ 50 ტონაზე მეტი სამედიცინო ნედლეული და აღჭურვილობა თბილისში 28 აპრილს ჩამოვიდა და მას აეროპორტში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე დახვდა. ტვირთი სამინისტროს მიერ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს და მთავრობას COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა ამ პერიოდში საქართველოსა და ჩინეთის წარმატებულ თანამშრომლობას. თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ეფექტიანი ქმედებები დაავადების გავრცელების პრევენციის მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, მსგავსი ნაბიჯებით, ახლო მომავალში შეძლებს დაავადების დამარცხებას. „მოხარული ვარ, რომ ვესწრები საქართველოსთვის ამ დახმარების გადაცემის ღონისძიებას, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. მხოლოდ ერთობლივი ძალებითა და ბრძოლით შეუძლიათ ქვეყნებს ამ ეპიდემიის დამარცხება. პირველი დღეებიდანვე, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვირუსის გავრცელების პრევენციას და იღებს მტკიცე გადაწყვეტილებებს მისი კონტროლის მიზნით. ამ ეტაპზე, საქართველოს აქვს ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რეგიონში, გამოჯანმრთელებულთა მაღალი რაოდენობა და სიკვდილიანობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, რაც ნამდვილად სამაგალითოა. ეს ყველაფერი კი, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული მკაცრი ზომებისა და ქართველი ხალხის მხრიდან სიტუაციის სერიოზულობის კარგად გააზრების შედეგია. მე მჯერა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ახლო მომავალში დაამარცხებს ამ ეპიდემიას“, - განაცხადა ლი იანმა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)