|
2020-04-29 18:52:39, 1552 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International - სამედიცინო რჩევების საწინააღმდეგოდ, რელიგიური შეკრებები კანონით არ შეზღუდულა
ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება. ანგარიშში ნათქვამია, რომ 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ზომები აუცილებელი და პროპორციული იყო, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება. ამასთანავე, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია, რომ ზოგიერთი ზომა დისკრიმინაციულად იქნა გამოყენებული, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ერთგვარი პრივილეგიის მინიჭებას ეხება. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად სამედიცინო რჩევებისა, რელიგიური შეკრებები კანონით არ აკრძალულა, რათა მართლმადიდებელ ეკლესიას ლიტურგიების ჩატარების უფლება ჰქონოდა. Amnesty International აღნიშნავს, რომ ბზობისა და აღდგომის დღესასწაულებზე 12 და 19 აპრილს საქართველოში რამდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლის ათობით წევრს უმასპინძლა. ანგარიშში საუბარია, შეიხი მირტაგ ასადოვის ამბავზეც. "15 აპრილს, საქართველოს მუსლიმი თემის ხელმძღვანელმა, მირთაგ ასადოვმა განაცხადა, რომ როცა რამადანი დაიწყებოდა, ისინიც გახსნიდნენ მეჩეთებს და იმედი გამოთქვა, რომ ამას ხელისუფლება ისეთივე გაგებით მოეკიდებოდა, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიების შემთხვევაში მოხდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე საბოტაჟის მცდელობას ეხებოდა“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)