|
2020-04-28 12:03:20, 6713 ნახვა
ომი უკრაინაში
წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, რომელიც ე.წ. ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თემურ ნადირაძემ განაცხადა, ინფიცირებული 62 წლის მამაკაცია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, პაციენტი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, საიდანაც მამაკაცი კვლევებისთვის ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ. ამ ეტაპზე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 20 პაციენტია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კლინიკიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)