07:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 14:41:59, 2223 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი - მეწარმეებს 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 600 მილიონი ლარი დღგ-ს სახით დაუბრუნდებათ

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მეწარმეებთან მიმართებაში ამოქმედდება დღგ-ს დაბრუნების მექანიზმი და ამასთან, მათ 1 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 600 მილიონი ლარი დღგ-ს სახით დაუბრუნდებათ.

მისი თქმით, ეს არის მეწარმეების კრიზისში დახმარების გეგმა.

„მოქალაქეებზე ზრუნვასთან ერთად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მეწარმეებზეც. მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ ახალ სამუშაო ადგილებს უნდა ქმნიდეს კერძო სექტორი. თუმცა, დღეს სამწუხაროდ, საუბარია ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. ამიტომ, მეწარმეების ეკონომიკის და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კრიზისულ პერიოდში. ეს არ არის ეკონომიკის აღდგენის პოსტკრიზისული გეგმა. ეს არის მეწარმეების კრიზისში დახმარების გეგმა.

ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ მეწარმეს როგორც კი პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ . ამასთან ერთად, ჩენ გადავწყვიტეთ, რომ წელს მომავალი 1 წლის განმავლობაში დამატებითი 600 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაბრუნებული იქნეს დღგ-ს სახით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics