22:21 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 12:55:32, 2132 ნახვა

სამართალი
მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი პოლიციას ჩაბარდა

მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებს ჩაბარდა.

ცნობისთვის, მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტში 20 აპრილს მოხდა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა საკუთარ თანამშრომელს, რომელიც მიყენებული ჭრილობისგან ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics