14:07 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 12:18:20, 1478 ნახვა

საზოგადოება
ტირიფონის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

შიდა ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით,  სარწყავ სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნატანი მასისა და შლამისგან მეჯვრისხევი-ბარშუეთის მონაკვეთზე ტირიფონის   მაგისტრალური არხი იწმენდება.

 ექსპლუატაციის პროგრამით გატარებული ღონისძიებები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც  სარწყავი წყლის მიწოდებას 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს. აღნიშნული სამუშაოები, ასევე,   ნადარბაზევის წყალსაცავის დროულად შევსებას შეუწყობს ხელს.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის -  მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალის, კვარხეთის, ხელთუბნის, ბერშუეთის, ზემო სობისისა და ხურვალეთის მოსახლეობა ისარგებლებს. 

დღეისათვის შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics