|
2020-04-22 14:45:34, 14298 ნახვა
ომი უკრაინაში
ირაკლი ჩიქოვანი - ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, შევაფერხოთ კოვიდ-19-ის გავრცელება
ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ ქვეყანა მზად შეხვდეს პიკის ეტაპს. „მოგეხსენებათ, ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილის 12:00 სთ-დან, 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა, რომელიც ეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გვინდა ავუხსნათ, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, შეზღუდვა და ყველა რეკომენდაცია ემსახურება მხოლოდ ერთს - მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც შესაძლებელია COVID 19-მა მიაყენოს ჩვენს მოქალაქეებს. ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქისათვის უზრუნველყონ მაღალი ხარისხის მომსახურება და შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა. დღეს სამწუხაროდ გვაქვს გარდაცვალების კიდევ ერთი ახალი ფაქტი და ჯამში 5 შემთხვევა. ასევე, საერთო ჯამში გვაქვს ინფიცირების 411 ფაქტი, აქედან ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს დაბალი ციფრები განპირობებულია იმ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობით და დროულობით, რომელიც ჩვენ აქამდე გავატარეთ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ციფრები შესაძლებელია, ოპტიმიზმში გადაითარგმნოს, მაგრამ როგორც ჩვენი ეპიდემიოლოგები, ჩვენი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ზოგადად, პრაქტიკა მიუთითებს, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება პიკის ეტაპზე, ეს ჯერ კიდევ მოსალოდნელია და შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მაქსიმალურად ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვდეთ პიკის ეტაპს და მაქსიმალურად ნაკლები მოქალაქე დასნეულდეს ახალი ვირუსით", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მიუხედავად, ეტაპობრივად შემსუბუქდება შეზღუდვები, იმისათვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა მიმართეს პრეზიდენტს და პრეზიდენტმა წარადგინა ეს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში, რომ ერთი თვით გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ, რომ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება პოზიტიური და დადებითი დინამიკა, შევამსუბუქებთ შეზღუდვებს და მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ეკონომიკური აქტივობები დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)