|
2020-04-21 18:53:03, 3194 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიკრო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ლიკვიდობის მართვის საკითხებზე ესაუბრა
ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორთან კომუნიკაციას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად სექტორში არსებულ ვითარებას გაეცნო. დღევანდელი ვიდეოკონფერენციის დროს საუბარი შეეხო ლიკვიდობის მართვის საკითხებს, მომსახურების დისტანციური არხების განვითარება/წახალისებას, ელექტრონული ხელმოწერის ფართოდ გამოყენებას, სხვადასხვა საზედამხედველო ღონისძიებებს, მათ შორის საკრედიტო რისკის შეფასების საკითხებს. "კორონავირუსის პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია სწორად შევაფასოთ არსებული ვითარება. მსგავსი სამუშაო შეხვედრები, რომელიც მუდმივად იმართება ეროვნულ ბანკში ძირითადად სისტემის ეფექტიანობის გაზრდაზეა ორიენტირებული. ეროვნული ბანკი ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლს რეგიონების ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური სერვისების მიწოდების კუთხით. ამ მიზნით, ჩვენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს 200 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში ლარის ლიკვიდობას მივაწვდით, რაც გულისხმობს წვდომას ლარის რესურსთან და რაც შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ძალზედ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეროვნული ბანკის ეს მხარდაჭერა მსესხებლებსაც მისცემს საშუალებას შეუმსუბუქდეთ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. გარდა ამისა, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მოქნილები იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში სექტორმა საქმიანობა გააგრძელოს და მსესხებლებს ფინანსურ რესურსებზე წვდომა არ შეუწყდეთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. სექტორის მხრიდან დადებითად შეფასდა, ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით, ეროვნულ ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობის მიწოდება. ასევე, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მიკროსაფინანსო სექტორის ძირითადი ნაწილი არსებულ მდგომარეობას უფრო ლიკვიდური და მეტად კაპიტალიზებული შეხვდა, რაც რეგულირების კუთხით ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგია. რასაც თავის მხრივ, ახალი გამოწვევების გარდატეხაში ექნება მნიშვნელოვანი წილი. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად არსებული გამოწვევების პირობებში სექტორის გამართული მუშაობის შესახებ მსჯელობდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)