|
2015-01-27 10:31:50, 878 ნახვა
პოლიტიკა
ვერშბოუ: გვსურს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით ახალ ეტაპზე გადავიდეთ
„გვსურს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით ახალ ეტაპზე და საფეხურზე გადავიდეთ“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუმ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა. ვერშბოუს შეფასებით, ნატო თავის დანაპირებს ასრულებს და ამის დემონსტრირება იქნება ის, რომ საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ბაზა გაიხსნება. "როგორც ვიცი, რამდენიმე ადგილია შერჩეული. დაზუსტებული ინფორმაცია საქართველოში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ადგილს შევარჩევთ, შევძლებთ მის ამოქმედებას 2015 წლის დასასრულამდე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დემონსტრირება საქართველოს მიმართ ნატო-ს დამოკიდებულების. ასევე აღიარება მაღალი ხარისხის, მაღალი დონე საქართველოს შეიარაღებული ძალების, რაც მათ არაერთხელ აჩვენეს ჩვენს ოპერაციებში, მაგალითად ავღანეთში. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით ახალ ეტაპზე და საფეხურზე გადავიდეთ. ასევე გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმაც მიიღონ სარგებელი იმ გამოცდილებიდან, რაც საქართველოს უკვე აქვს, ნატო-ს პარტნიორმა ქვეყნებმა, ისინიც გამოიყენებენ ცენტრს. ასე რომ, ეს არის სიმბოლურიც, პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელიც და აქვს პრაქტიკული დატვირთვაც. ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ როგორც დემონსტრირებას იმის, რომ ნატო დანაპირებს ასრულებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება ისევ ძალაშია და როდესაც ვამბობთ, რომ ვერც ერთი მესამე მხარე ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, უნდა გახსნას თუ არა ნატო-მ ცენტრი პარტნიორ ქვეყანაში, ნატო ასრულებს იმას, რასაც ამბობს და ამას ვაჩვენებთ კიდევ ერთხელ, როდესაც გავხსნით საწვრთნელ ცენტრს", - განაცხადა ალექსანდ ვერშბოუმ.
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)