|
2020-04-19 11:26:26, 1502 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახთან ერთად მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მათ მადლობა გადაუხადა. „მინდა ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესაწაული. ქრისტე აღდგა ! გილოცავთ! მინდა თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ გულისხმიერებისათვის, იმ მოთხოვნების გათვალისწინებისათვის, რაზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პრინციპულად მნიშნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენთვის, ერთმანეთისთვის , რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ და მძიმე ვითარებაში“,- განაცხდა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტის ოჯახს მიუსამძიმრა და მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში თუ რამდენად რთული სიტუაციაა. სამწუხაროდ დღეს მეოთხე გარდაცვლილი გვყავს. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს , ახლობლებს და კიდევ ერთხელ გთხოვოთ ყველას , რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ და შევასრულებთ იმ მოთხოვნებს, რომელზეც ვსაუბრობთ, ძალიან მალე გამარჯვებულები გამოვალთ ამ რთული და მძიმე ვითარებიდან და ყველაზე მთავარი, ნაკლები დანაკარგით. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მთელი გულით , მთელი ჩემი ოჯახის სახელით მოგილოცოთ აღდგომის ბრწყივალე დღესასწაული. ქრისტე აღდგა! გილოცავთ ყველას დიდი სიყვარულით“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)