19:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 12:55:28, 2172 ნახვა

რეგიონი
შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დახმარება გადაეცათ

დევნილი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე, დახმარება შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დაურიგდათ.

სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტში დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით 100 000 ლარამდე გამოიყო. საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები, საქართველოს მასშტაბით, ჯამში,1050 დევნილ ოჯახს გადაეცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics