|
2020-04-17 17:18:28, 2661 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - აქტიურად ხდება ბიზნესების გადამოწმება, ამ ეტაპზე გადამოწმებულია 300-ზე მეტი კომპანია
აქტიურად ხდება ბიზნესების გადფამოწმება, ამ ეტაპზე გადამოწმებულია 300-ზე მეტი კომპანია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, რათა ჰქონდეს ნათელი ხედვა შემდგომი ეტაპისთვის. „მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით პრაქტიკულად ახალი გამოწვევების წინაშე და კრიტიკულ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რაც ჩვენ წინაშე ახალ პრობლემებს და ახალ გამოწვევებს აყენებს და აქედან გამომდინარე, მივიღეთ ასეთი გადამწყვეტი ზომები, რათა მობილობა მკვეთრად დაეცეს და შეიზღუდოს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენი გაერთიანებული ინსპექციები ამ დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად აგრძელებენ ბიზნესების შემოწმებას იმ თვალსაზრისით, რამდენად პასუხობენ ბიზნესები გაიდლაინებს და მოთხოვნებს, რასაც ჩვენ გვიწესებს ჯანდაცვის სამინისტრო. 300-ზე მეტი კომპანია გადამოწმდა, მაგრამ ბიზნესისთვის პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დაგეგმვა, ჰქონდეს ნათელი ხედვა შემდგომი ეტაპების, რათა სწორად დაგეგმოს თავისი რესურსები და ქმედებები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)