23:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-17 15:08:33, 1631 ნახვა

სამართალი
პირობით მსჯავრდებულებისთვის, პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლების ვადა გახანგრძლივდა

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირობით მსჯავრდებულებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა. 

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლებულნი არიან პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან.

ამავე ბრძანებით, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ  კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესიც ამოქმედდა.

კერძოდ,  წინასწარი შეტყობინების შემდეგ, პრობაციის ოფიცრები გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პერიოდულად განახორციელებენ პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლს საცხოვრებელ მისამართზე. წინასწარი სატელეფონო შეტყობინებისა და საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის შესახებ შედგება შესაბამისი ოქმები. პრობაციონერის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის დროს, პრობაციის ოფიცერი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული რეკომენდაციები. ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ, წინასწარი შეტყობინების შემდეგ, პრობაციის ოფიცერს პრობაციონერი მოთხოვნილ დროს საცხოვრებელ მისამართზე არ დახვდება, მაშინ იგი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.

რაც შეეხებათ იმ პრობაციონერებს, რომლებიც  საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებას, ისინიც თავისუფლდებიან ნებართვის აღების დადგენილი ვალდებულებისაგან.

როგორც ცნობილია, იუსტიციის მინისტრის მითითებით, პრობაციონერებმა სავალდებულო გამოცხადებისგან გათავისუფლების ერთთვიანი ვადით ჯერ კიდევ 12 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით უკვე ისარგებლეს. ახალი ბრძანების მიხედვით კი გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“  ბიუროში გამოუცხადებლობა პრობაციონერებს ჩაეთვლებათ საპატიოდ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics