|
2020-04-15 01:54:37, 2481 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოცულობის დახმარების მიმღები ქვეყანა იქნება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან
საქართველო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოცულობის დახმარების მიმღები ქვეყანა იქნება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „ღამის კურიერში" საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავს. „მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი დონორების მიმართ. ამ მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ, დაახლოებით, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის კონსოლიდირება მოვახდინეთ, რომელიც შეთანხმდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გამოთქვა მზადყოფნა, გამოყოს დახმარება. ჯამში, საკმაოდ რეალურია საქართველომ როგორც საბიუჯეტიო, ისე მიზნობრივი დახმარების სახით მიიღოს 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, დონორების მხრიდან ასევე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფინანსო და კერძო სექტორთან და აქაც საუბარია, დაახლოებით, 1,5 მილიარდ დოლარამდე ფინანსური რესურსის მობილიზებაზე.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)