09:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 18:56:47, 547 ნახვა

საზოგადოება
„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა საკრებულოს დეპუტატებს წყალი გადაასხა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მირზაშაფის კორექტირებულ პროექტს განიხილავენ, მორიგი ინციდენტი მოხდა.

„პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ პროექტთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. მან საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირა.

სხდომაზე ფერაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი  ალიბეგაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. ალიბეგაშვილმა „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელს მოუწოდა, რომ ზერელედ ნუ აფიქსირებდა პოზიციას. ნატა ფერაძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის  განკუთვნილი ადგილიდან, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობს, დეპუტატებს ბოთლიდან წყალი გადაასხა.

ნატა ფერაძეს საკრებულოს შენობა მანდატურებმა დატოვებინეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიიჩნევს, რომ ირანი ბირთვულ დათმობებზე არ წავა
„ტატნეფტის“ უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობას წყვეტს
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics