|
2020-04-08 10:39:10, 2443 ნახვა
ეკონომიკა
პირველი ციფრული ბარათი თიბისისგან #შენთვის
პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში, მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი და ვიზა საქართველოში პირველ ციფრულ ბარათს აანონსებს. ციფრული ბარათი ფიზიკური პლასტიკური ბარათის ციფრული ანალოგია და ყველა ის ფუნქცია ექნება, რაც სადებეტო ბარათს აქვს. ციფრული ბარათით სარგებლობა შეეძლებათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება თანხის გადახდა სავაჭრო ობიექტებსა და ონლაინ სივრცეში, ასევე ბანკომატიდან თანხის განაღდება. ციფრული ბარათის უპირატესობებია: · მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური პლასტიკური ბარათის ტარება; · მომხმარებელს არ უწევს ფილიალში ბარათის შესაკვეთად მისვლა; · მომხმარებელი არ ელოდება ბარათის ფოსტით მიღებას; · ფიზიკური ბარათის დაკარგვის ან ბანკომატის მიერ მისი „ჩაყლაპვის" შემთხვევაში, შესაძლებელია ციფრული ბარათის მომენტალურად ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გააქტიურება და სასურველ ანგარიშზე მიბმა; · ბარათის დამატება შესაძლებელია მომენტალურად ციფრულ საფულეში; · ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია ციფრული საფულედან - Apple Pay ან TBC Wallet; · Apple Wallet -ით სარგებლობისას, ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელია საზღვარგარეთ იმ ბანკომატებში, სადაც დაშვებულია apple Pay-ით თანხის განაღდება. „ინოვაციური პროდუქტების და სერვისების განვითარება თიბისის პრიორიტეტული მიმართულებაა. ციფრული ბარათის დანერგვით, მომხმარებლებს ფიზიკური ბარათის ტარების და შეკვეთის ალტერნატიულ - დისტანციურ მეთოდს ვთავაზობთ და ვცდილობთ, მათ კიდევ უფრო გავუმარტვიოთ ცხოვრება, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე", - ნიკა ქურდიანი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე. პირველი ციფრული ბარათი თიბისის მომხმარებლებისთვის აპრილის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)