|
2020-04-08 10:26:47, 6711 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა საყურადღებოა
ვ.ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსზე 13 პაციენტი მკურნალობს, მათგან კი მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საყურადღებოა. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსის მაკა სოლოღაშვილის თქმით, დანარჩენი ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „დღეს ვ. ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი შემთხვევა დადასტურებული არ გვაქვს. ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 46 პაციენტი, აქედან დადასტურებულია 13 პაცინეტი. 18-წლამდე ასაკის პაცინეტია 6. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა. სოლოღაშვილმა ისაუბრა რუსთავის საკრებულოს წევრისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვები თავს გრძნობენ კარგად და მიმდინარეობს მკურნალობა“, - აღნიშნა მაკა სოლოღაშვილმა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)