|
2020-04-02 20:28:48, 2057 ნახვა
საზოგადოება
„მოხალისე მასწავლებელი“ - პროექტი, რომლის დახმარებით ბავშვები გახანგრძლივებულ არდადეგებს საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებენ
„მოხალისე მასწავლებელი“ - გიმნაზია „შავნაბადას“ ინიცირებული პროექტია, რომლის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ მოიძებნება. პროექტის მიზანი საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასკოლო საზოგადოების გაერთიანება და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომი უფასო ონლაინ განათლების შესაძლებლობის მიცემაა. • ვინ არის “მოხალისე მასწავლებელი?“ ადამიანი, რომელიც მზად არის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით თავისი ცოდნა და გამოცდილება უსასყიდლოდ გაუზიაროს მომავალ თაობას. • ვის შეუძლია გახდეს "მოხალისე მასწავლებელი?" საქართველოს მასშტაბით არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, ლექტორებს... • როგორ ჩაერთვებიან მოსწავლეები პროგრამაში? „მოხალისე მასწავლებლის" პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. ამისთვის საჭიროა, მოსწავლე დარეგისტრირდეს და აირჩიოს სასურველი პროგრამა. • რამდენ ხანს გაგრძელდება პროექტი? პროექტი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა, მოთხოვნის შემთხვევაში სამომავლო გეგმებსაც განვიხილავთ. „მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შეჩერდა ჩვეული ფორმით სასწავლო პროცესი და 16 მარტიდან დავიწყეთ დისტანციური სწავლება, ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ბევრი მოსწავლისთვის სწავლის ახალი ფორმა ხელმიუწვდომელი იყო. ყველა სკოლამ ერთიანად ვერ აუღო ალღო ახალ გამოწვევბს (ეს ყველაზე ნაკლებად კერძო სკოლებს შეეხეოთ). ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალური პედაგოგები უფრო ართმევდნენ თავს პროცესებს, ვიდრე სისტემები. ამიტომ, გიმნაზია „შავნაბადას“ გუნდმა გადავწყვიტეთ, ამ რთულ პერიოდში მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე არ უნდა გვეზრუნა და დავიწყეთ მოხალისეობრივი საქმიანობა. ჩვენი სკოლის 20-მდე მასწავლებლის ინიციატივას, ქვეყნის მასშტაბით, ბევრი ძალიან კარგი პედაგოგი შემოუერთდა და ასე გაჩნდა პროექტი „მოხალისე მასწავლებელი“. უკევ პირევლი გაკვეთილებიც ჩატარდა და დღითიდღე უფრო მეტი მასწავლებელი გამოთქვამს სურვილს თავის ცოდნა უსასყიდლოდ გადასცეს მოსწავლეებს და თავის მხრივ, მოსწავლეებიც აქტიურობენ. უახლოეს პერიოდში მოახალისე მასწავლებელს ექნება თავის ვებგვერდი (ამჟამად გიმნაზია „შავნაბადას“ გვერდს ვიყენებთ) და ვვარაუდობთ, პროექტი სასწლო პროცესის ჩვეულ რიტმში დაბრუნებდამდე ბევრი მოსწავლის ინტერესების გაღვიძებას და დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს გიმნაზია „შავნაბადს" დირექტორი, პროექტის თანაავტორი ავთო აბდუშელიშვილი. https://www.facebook.com/mokhalisemastsavlebeli/
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)