|
2020-04-02 19:55:16, 8873 ნახვა
ომი უკრაინაში
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში პირველი გამოჯანმრთელებული გვყავს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატში განიხილეს რეგიონში საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული სიტუაცია და გამოწვევები. შტაბის მუშაობაში ჩართული არიან სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტების მერები, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი. „გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, დღეს აჭარაში გვყავს პირველი გამოჯანმრთელებული პაციანტი, რომელმაც დაამარცხა ვირუსი. შემდეგი დღეები, განსაკუთრებით აპრილის თვე იქნება ურთულესი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში, გვაქვს შიდა გადაცემები, რაც არის განგაშის საფუძველი. თუმცა საბედნიეროდ სიტუაცია არის მართვადი და გვაქვს კონტროლზე აყვანილი. გვმართებს ათასჯერ მეტი სიფრთხილე და ყურადღება. რაც შეეხება კონკრეტული საწარმოების მუშაობას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, სადაც არ არსებობს კონკრეტული რისკები ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ ამ საწარმოების მუშაობის გაგრძელება. სტანდარტულად კი საწარმოებს და იმ ტიპის დაწესებულებებს, სადაც არის რისკი, მოუწევთ დროებით შეაჩერონ ეს საქმიანობა. ჩვენ ვემზადებით მათ შორის ყველაზე ცუდი სცენარისთვის და აქცენტი სწორედ სამედიცინო სექტორზე კეთდება. ე.წ. შეკავების ეტაპი ეფექტიანად და მინიმალური დანაკარგებით გავიარეთ. როგორც ჰოსპიტალური ჯანდაცვის კუთხით, ასევე მედპერსონალის მზადყოფნის კუთხით, ქვეყანაში და რეგიონში არის აბსოლუტური მზადყოფნა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვთ, რომ უკიდურესი აუცილებლობის გარდა დარჩნენ სახლში და რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ინფექციის და შემთხვევების ზრდას, ჩვენი ჯანდაცვის სექტორი მთლიანად მზად არის, რომ უპასუხოს ამ გამოწვევას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ შტაბის სამუშაო შეხვედრაზე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)