|
2020-04-01 15:06:30, 1229 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტამ" სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის
დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ფოსტის კურიერებმა აღნიშნული სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს. გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებთან ერთად საქართველოში დამზადებული პირბადეებიც დარიგდა, რომელთა დამზადებაც მთავრობის გადაწყვეტილებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, რეკორდულად მოკლე დროში აეწყო და დღეს მათ არაერთი საჯარო მოხელე იყენებს, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რეგულარული და ყოველდღიური შეხება აქვთ სხვადასხვა რისკ-ჯგუფებთან. კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის კურიერები, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაციით, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან და მათთვის მედიკამენტები ან მთავრობის პროგრამებით მათთვის განკუთვნილი სხვა პროდუქცია მიაქვთ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)