|
2020-03-31 13:14:51, 1165 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი ბანკი“ განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას
„ვითიბი ბანკი“ განაგრძობს COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს KIA -ს მარკის ავტომობილებს გადასცემს. „აღნიშნულ ვითარებაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პანდემიასთან ბრძოლაში. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საველე სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საჭიროებს დამატებით ავტომობილებს, სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევიძინოთ და საჩუქრად გადავცეთ მათ KIA -ს მარკის ავტომობილები. გარდა ამისა, როგორც იცით ვითიბი ბანკმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, გადარიცხა 200,000 ლარი, რომელიც Covid 19 წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს სექტორს შესაძლებლობა გვეძლევა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად გავერთიანდეთ ამ რთულ პერიოდში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. აგრეთვე, ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ყველაზე დიდი ზიანი მიადგა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო. რის შესახებადაც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გავაჟღერებთ“. ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 34 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)