22:26 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-10 15:00:50, 791 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულებისა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ორი პირი დააკავა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საგამოძიებო დეპარტანმენტმა ორი პირი დააკავა. 
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2015 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 04:30 საათზე, ზ.მ.  და გ.მ, თ.დ-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანით მივიდნენ ქ. რუსთავში, პენიტენციური დეპარტამენტის N17 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნების გადაცემის მიზნით. გ.მ. და ზ.მ. მიუახლოვდნენ დაწესებულების გარე ამკრძალავ კედელს, რა დროსაც ორივე მათგანმა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის გადაცემის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიისკენ ისროლა ორი ფუთა, რომელშიც მოთავსებული იყო აკრძალული საგნები - ხუთი ცალი მობილური ტელეფონი, ექვსი ცალი სიმ ბარათი, ტელეფონის დამტენები და ყურსასმენები, ორივე ფუთა დავარდა დაწესებულების ტერიტორიაზე, რაც შემდგომში ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3781-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც აკრძალული საგნების გადაცემას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics