|
2020-03-30 18:26:15, 1468 ნახვა
საზოგადოება
გახარია - მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა
ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს, ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ხვალ დილის 08:00 საათიდან შევა ძალაში. „მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ყველას გვესმოდეს, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ჩვენ ვემსახურებით ერთადერთ მიზანს - ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მინდა გითხრა, რომ თქვენც, ჟურნალისტებს შეგიძლიათ ისარგებლოთ ნომრით 144. იმისთვის, რომ მედიას არ ჰქონდეს არანაირი პრობლემა მუშაობაში. საგანგებო მდგომარეობის პირობები დაიწყება ხვალ დილის 08:00 საათიდან, ხოლო სპეციალური საკარანტინო ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად ნიშნავს ქუჩაში გადაადგილების აკრძალვას, დაიწყება ხვალ 21:00 საათიდან და გაგრძელდება დილის 06:00 საათამდე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)