03:49 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 13:21:25, 1415 ნახვა

საზოგადოება
საკარანტინე ზონებში ბრენდული ნავთობკომპანიების ყველა გასამართი სადგური შეუფერხებლად ფუნქციონირებს

„მარნეულსა და ბოლნისში მდებარე ბრენდული კომპანიების გასამართი ყველა სადგური მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში აგრძელებს მომხმარებელთა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ისე სხვადასხვა სპეციალური დავალებებით ადგილზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა საწვავით უზრუნველყოფას“, - ამის შესახებ ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შავლეგ მიშველაძემ განაცხადა.

მათი ინფრომაციით, აღნიშნულ ორ რაიონში, ხუთი ბრენდული კომპანიის  16 გასამართი სადგური ფუნქციონირებს - ჯამში,  140-მდე დასაქმებული ადამიანით.

„საკარანტინო რეჟიმის შემოღებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა თითოეული ბრენდული ნავთობკომპანიის დღის წესრიგში. საწვავით მომარაგება ხორციელდება შესაბამის სამსახურებთან სრული კოორდინაციით. ნავთობპროდუქტების გადამზიდავი ტრანსპორტის პერსონალი ასევე ეკიპირებულია უსაფრთხოების პირობების მოთხოვნათა შესაბამისად“, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics