03:49 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-29 15:30:08, 2222 ნახვა

საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - დისტანცია დაცული იყო, სამებაში მორწმუნე მრევლისგან სანიმუშო დისციპლინა შეიმჩნეოდა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მღვდელი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიაში დისტანციასთან დაკავშირებული რეკომენდაცია დაცულია.

მისივე თქმით, თუ სხვა მკაცრი რეკომენდაციები იქნება, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სინოდმა უნდა მიიღოს.

„ხალხი გარეთაც ესწრება მსახურებას, შიგნით კი დისტანცია არის დაცული. მგონია, რომ ის, რაც დღეს ვნახეთ სამებაში არის სანიმუშო დისციპლინა და მორწმუნე მრევლისაგან პასუხისმგებლობა ჩანდა ძალიან დიდი. ნიშანდობლივია ისიც, რომ დღისათვის არც ერთ ეკლესიას არ შეუცვლია ზიარების წესი. ამიტომ, რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ ყველა. რაც შეეხება ამ საიდუმლოს, ეს არის მსახურების წესი, რომელსაც ვიცავთ. სინოდის გადაწყვეტილების ფარგლებში, იქ შეიძლება რაიმე რეკომენდაციები კიდევ დაზუსტდეს და თუ მანამდე იყო სარეკომენდაციო, ეს გახდეს ლოცვა-კურთხევით სავალდებულოდ შესასრულებელი. ჯერჯერობით ვერანაირი მსახურების წესი სინოდის გადაწყვეტილებას ვერ გაცდება“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics