|
2020-03-28 16:16:26, 1965 ნახვა
რეგიონი
შუახევში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს
ქვეყანაში კორონავირუსთან არსებული ვითარების მიუხედავად, შუახევში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მოადგილე ომარ ტაკიძესთან ერთად ფურტიოს ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა და პანდემიის ფონზე დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა. სამუშაოებს, ყველა რეკომენდაციის დაცვით, შპს ,,თამუნა" ახორციელებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43 599 ლარია. პროექტი ითვალისწინებს საყრდენი კედლის, სანიაღვრე არხის, ლითონის მოაჯირის, დეკორატიული ბილიკებისა და ხელოვნური საფარის მოწყობას. მოედნის აღიჭურვება ატრაქციონებით. ,, არსებული პროექტის განხორციელება ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის დასასვენებელი და გასართობი სივრცის არარსებობის გამო მივიღეთ. განახლებული ინფრასტრუქტურით მალე 52 აღსაზრდელი ისარგებლებს. პანდემიასთან დაკავშირებით მშენებლობებზე, მაქსიმალურად დაცულია უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები“-აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. ხელმძღვანელმა პირებმა, დღესვე ფურტიოში მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დაათვალიერეს. უახლოეს დღეებში ფურტიოში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის და სოფლის ცენტრის კეთილმოწყობითი სამუშაოები დაიწყება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)