07:30 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-09 10:38:54, 671 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ირლანდიის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ  ბათუმში ვიზიტით მყოფ ირლანდიის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა  მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სტუმრებმა ამ ფორმით გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.   სკვერში მთავრობის თავმჯდომარესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად  რეგიონის ხელისუფლების სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

სასულიერო პირებმა დაღუპულთა  სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. პატივის მისაგებად მემორიალთან დღეს ქართველი ჯარისკაცებიც მივიდნენ.

2008 წლის 8 აგვისტოს  რუსეთ-საქართველოს ომში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 16 სამხედრო მოსამსახურე დაეცა. მათ შორის ორი ბათუმელი ჯარისკაცი.  8 აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს დახმარების სახით   3000-3000 ლარი გადეცემათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics