2015-08-07 18:38:17, 416 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: რომ არა საზოგადოების მწვავე რეაქცია, დაგვხურავდნენ
„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლემ ტელეკომპანიის ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება არ მიიღო, რაც საზოგადოების მწვავე რეაქციის შედეგია.
მისივე თქმით, ანგარიშების დაყადაღება, ტელეკომპანიის დახურვას გამოიწვევდა.
„ ხელისუფლება ელოდებოდა საზოგადოების რეაქცია როგორი იქნებოდა. მას შემდეგ, რაც ნახა, რომ საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მწვავე, ამ გადაწყვეტილებიდან ამოვიდა ერთი უმთავრესი პუნქტი, უარი ეთქვა მოსარჩელეს, ჩვენი ანგარიშების დაყადაღებაზე. ანგარიშების დაყადაღება მოგეხსენებათ, ეს იქნებოდა ჩვენი ორგანიზაციის კომერციული სიკვდილი, ანუ ჩვენ პრაქტიკულად დაგვხურავდნენ. რომ არა საზოგადოების რეაქციისა, ამ გადაწყვეტილებაში ეს ჩანაწერიც აუცილებლად იქნებოდა გაკეთებული“, – აღნიშნა გვარამიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან