2015-08-07 12:38:29, 408 ნახვა
პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის სადარაჯოზე დგას
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის სადარაჯოზე დგას.
ამის შესახებ აგულაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქონების დაყადაღების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც აგულაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება არანაირად არ არის მოტივირებული დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობას ხელი შეუშალოს.
„ფრაზას-ამის უკან ხელისუფლება დგას, ვერ მივიღებ და ვერ გავიზიარებ. არ არის არანაირად მოტივირებული ხელისუფლება, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის საქმიანობას ხელი შეუშალოს“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
ცნობისთვის, რუსთავი 2“–ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია.
ტელეკომპანია „რუსთვი 2“–ის ინფორმაციით, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან