11:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 15:06:05, 1125 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - დეტალურად გავაცანით კერძო კლინიკის წარმომადგენლებს იმ ჩვენი სტრატეგიული გეგმის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან დასრულდა.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია იმ სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით, რაც ჯანდაცვის სისტემას გააჩნია.

"რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა პრემიერის მიერ დაორგანიზებული შეხვედრა კორონავირუსთან დაკავშირებით კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელი იმყოფებოდა ამ შეხვედრაზე. ჩვენ დეტალურად გავაცანით მათ იმ ჩვენი სტრატეგიული გეგმის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული და ჩვენ კლინიკასთან გვაქვს დეტალური ღონისძიებები გატარებული. უკვე 7 კლინიკა მოღვაწეობს და არის ჩართული კორონავირუსის ბრძოლასთან დაკავშირებეით. პაციენტებთან დაკავშრებით გვაქვს კარგი გამოსავლები. 

მინდა მწუხარება გამოვთქვა ჩვენი დაღუპული მოქალაქის გამო, რომელიც ესპანეთში იმყოფებოდა და კორონავირუსის შედეგად დაიღუპა. მას ჰქონდა არაერთი ქრონიკული დაავადება, მაგრამ კორონავირუსი ამ პაციენტში ერთ-ერთი წამყვანი დიაგნოზი იყო", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics