|
2020-03-18 19:50:52, 8219 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ 38 პაციენტიდან, რომელსაც უფიქსირდება კორონავირუსული ინფექცია, ორის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 46 პაციენტია მოთავსებული. „ჩვენს კლინიკაში ამჟამად სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევით. ამის გარდა 7 პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომელიც როგორც გუშინ და გუშინწინ ვთქვით პრემიერის განკარგულებით განისაზღვრა როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად ამ ინფექციების. 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. სულ ამ დროისთვის, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 38 შემთხვევა. ამ 38-დან 2 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. რამდენიმე პაციენტის არის პრობლემური, რადგან მათ აქვთ ასაკი და ასევე თანმხლები დაავადებები, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა, ჰაერის უკმარისობა. სულ 11 ადამიანს აქვს პნევმონია. აქედან რამდენიმეს მდგომარეობა საშუალო სირთულისაა, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის მსუბუქი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)