12:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 13:07:49, 1587 ნახვა

კომენტარი
გახარია - ქვეყანაში სურსათის მარაგი არის საკმარისზე მეტი

„სასურსათო მარაგები არის საკმარისზე მეტი და ქსელებთან გვაქვს ძალიან კარგი მდგომარეობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ოთხი ძირითადი პრიორიტეტია. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვა.

„პირველი პრიორიტეტი გახლვათ მოქალაქის ჯანმრთელობა, მეორე გახლავთ ჩვენი ეკონომიკა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკაზე დარტყმა მაქსიმალურა იყოს შერბილებული. მესამე პრიორიტეტი გახლავთ ქვეყანაში არსებული მარაგების მართვა და ლოჯისტიკა და მეოტხე პრიორიტეტი გახლავთ სამოქალაქო წესრიგი. აი, ეს ოთხი პრიორიტეტია ამ პრიორიტეტების მიხედვით, ყველაფერი გვაქვს დაყოფილია კონკრეტული ადამიანები და შესაბამისად ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ პრიორიტეტების მიხედვით მაქსიმალურად თანაბრად იყვნენ დაცულნი. სასურსათო მარაგები არის საკმარისზე მეტი და ქსელებთან გვაქვს ძალიან კარგი მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics