|
2015-08-05 15:41:15, 598 ნახვა
საზოგადოება
ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადადის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან უერთიერთობის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი პოზიციას ტოვებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადადის. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „მეგობრებო, გადავდივარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვტოვებ გამართულ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს პროფესიონალი თანამშრომლებით. ამ 3 წლის განმავლობაში ერთად ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ და ბევრი საინტერესო დღეები გავიარეთ. მადლობა ყველა მედიასაშუალებას აქტიური თანამშრომლობისათვის! მედიასთან წარმატებული ურთიერთობის კუთხით ერთი ამბავი მახსენდება, როდესაც ყველა მედიასაშუალებამ პირველ ადგილზე ადამიანის სიცოცხლე დააყენა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა შემთხვევის ადგილზე იყო, გარკვეულ დრომდე არ გააშუქა ის მოვლენა... ჩვენი დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ყოველ დღე უამრავ საქმეს ვაკეთებთ, რომლებსაც ვერ ჩამოთვლი... თუმცა, არ შემიძლია არ გამოვყო ის კამპანიები, რაც ჩვენ დავგეგმეთ და განვახორციელეთ! პირველ რიგში გამოვყოფ ანტინარკოტიკულ კამპანიას - სახელმწიფოს მიერ გატარებული ეფექტური ღონისძიებების შემდეგ, საზოგადოებასთან ჩვენმა კომუნიკაციამ რეალური შედეგი გამოიღო და ე.წ. „ბიოს“ მოხმარება 90 პროცენტით შემცირდა. ჩვენი კამპანია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2015 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად, 2013 წელთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები და ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ასევე გამოვყოფდი ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელმაც ასევე რეალური შედეგი გამოიღო და საგრძნობლად გაიზარდა მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი მიმართვიანობა... ჩვენმა დეპარტამენტმა და პირადად მე არაერთი მადლობის წერილი მივიღეთ ბატონი რიჩარდ ნორლანდისგან სხვადასხვა აქტუალური თემის გაშუქებისთვის, როგორიცაა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, ბავშვთა პორნოგრაფის გამოვლენის სათანადო გაშუქება.. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სწორედ ჩემი ინიციატივით მოხდა დაკავებულებისთვის მასალის გავრცელების დროს სახის დაფარვა და ტექსტებში მხოლოდ ინიციალებით მოხსენიება. მეამაყება, რომ ასეთი ძლიერი დეპარტამენტი შევქმენით ყველამ ერთად. აქ თითოეულმა თანამშრომელმა იცის თავისი ფუნქცია და იცის, როგორ უნდა აკეთოს საქმე! წარმატებას ვუსურვებ მას, ვინც სათავეში ჩაუდგება ამ სამსახურს! მე ყველანაირად მის გვერდში ვიდგები!“, – წერს ნინო გიორგობიანი. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად, ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)