07:09 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 14:24:12, 5602 ნახვა

ომი უკრაინაში
გამყრელიძე - პირველ ინფიცირებულს მას შემდეგ გავწერთ, რაც covid19-ზე მეორედაც უარყოფითი პასუხი დაფიქსირდება - ვიდეო

"პირველი პაციენტის გაწერა მოხდება, როცა ზედიზედ უარყოფითი პასუხი დაფიქსირდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

 

როგორც ცნობილია, პირველ ინფიცირებულის ტესტმა დღეს უარყოფითი პასუხი აჩვენა.

 

"დილის მონაცემებით, 30 იანვრიდან მოყოლებული გვქონდა 676 სავარაუდო შემთხვევა და აქედან დადასყურებული გვაქვს 30 შემთხვევა. ლუგარში დღემდე ტესტირებულია 700-მდე ნიმუში, ზოგიერთი განმეორებით. იმიტომ, რომ ბევრს გაუვიდა საკარანტინე 14 დღიანი ვადა.

 

სასიხარულოა, რომ პირველი შემთხვევას, როგორც გახსოვთ, ორი-სამი დღის წინ რომ გაიტესტა და იყო სუსტად დადებითი. ამიტომ ის შემთხვევა გუშინ გადამეორდა და არის უარყოფითი. მისი გაწერა მოხდება, როცა ზედიზედ უარყოფითი პასუხი დაფიქსირდება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოში გვაქვს მესამე გადაცემის შემთხვევა, ანუ კონტაქტის შემდგომ კონტაქტი.

 

"დილას ადრე ლუგარში დადასტურდა 5 დამატებითი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება იტალიას.30-დან 2 არის ირანში მოგზაურობის ისტორია, 1 ესპანეთში, დარაჩენი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას, აქედან 12 მოგზაურობას იტალიაში, 10 მათთან კონტაქტს, ხოლო დანარჩენი შეიძლება უკვე ითქვას, რომ უკვე გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics