|
2020-03-14 14:02:47, 5815 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთის ელჩი საქართველოში - გვსურს ვირუსთან ბრძოლის გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ
საქართველოს მთავრობისგან და ხალხისგან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ და მადლობის ნიშნად გვინდა სირუსთან ბრძოლის გამოცდილება და ცოტნა გაგიზიაროთ - ამის შესახებ, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლი იენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩინეთს და საქართველოს, როგორც მეგობარ ქვეყნებს, ერთმანეთთან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. როდესაც ჩინეთში ეპიდემია გავრცელდა, ჩვენ მივიღეთ მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისგან და ქართველი ხალხისგან. გვინდა, ამისთვის მადლიერება გამოვხატოთ. ვირუსი ახლა საქართველოშიც გავრცელდა და ეს ჩინელი ხალხისთვის ძალიან შემაშფოთებელია. გვსურს ვირუსთან ბრძოლის ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გაგიზიაროთ. ჩინეთის სიჩუანის პროვინცია საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს სამედიცინო აღჭურვილობას და დიაგნოსტიკურ რეაგენტებს. გასულ კვირას, ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ვიდეოშეხვედრას რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაწილეობით. ჩინელმა ექსპერტებმა და ექიმებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ქართველ კოლეგებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი საბოლოოდ დაძლევს ამ გამოწვევას. ასევე, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებს, დაემორჩილონ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ ყველა რეგულაციას“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)