12:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 13:50:24, 2129 ნახვა

კომენტარი
ბოკერია ევროპარლამენტარების წერილზე - ყველამ იცის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია

"სწორედ ამიტომ მიმართა მთელმა სპექტრმა პრეზიდენტს, რომ ყველამ იცის, შეთანხმებაშიც წერია, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენებაა სასურველე", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის არ გააკეთებს პროგმოზს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი უგულავას გათავისუფლების საკითხზე.

 

"მათ ინტერესშია, რომ საქართველოში ვითარება დამშვიდდეს, არ იყოს ის ატმოსფერო შექმნილი, რომელიც იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამას სჭირდება ამ შეთანხმების შესრულება, ამის საკვანძო საკითხია პოლიტპატიმრების და პოლიტიკური რეპრესიების საკითხი. სწორედ ამიტომ მიმართა მთელმა სპექტრმა პრეზიდენტს, რომ ყველამ იცის, შეთანხმებაშიც წერია, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენებაა სასურველი და უგულავას შემთხვევაში, საჭიროა მისი გათავისუფლება. ბუნებრივია ეს წერილი და როდის და რას იზამს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მე ამის პროგნოზს არ გავაკეთებ. ჩემი როგორც მოქალაქის, პოლიტიკოსის, "ევროპული საქართველოს" წევრისა და ოპოზიციის წევრის სურვილია, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტის 11-მა წევრმა 5 პარტიიდან, პრეზიდენტ ზურაბიშვილს "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ ეს იქნება ტესტი, რომელიც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხს შეამოწმებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics