|
2020-03-09 13:52:59, 8759 ნახვა
სხვადასხვა
ოქროყანაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები გრძელდება
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, ოქროყანაში, მეფუტკრეობის ქუჩაზე მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე დაიგება ორფენიანი ასფალტი, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარები და სანიაღვრე ქსელი. ქუჩის კეთილმოწყობის პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „აღნიშნულ მისამართზე მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი არასდროს ჩატარებულა. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას მოუგვარდება გადაადგილების პრობლემა. ჩვენ ინტენსიურად განვაგრძობთ შემოერთებულ ტერიტორიებზე მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ. საგზაო სამუშაოებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კომპანია „პარმა“ ასრულებს.
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)