15:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 15:52:21, 2239 ნახვა

მსოფლიო
ირანის პარლამენტის 23 დეპუტატი კორონავირუსითაა დაინფიცირებული

ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერის, აბდულ რეზა მისრიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისთვის, პარლამენტის 23 წევრის ტესტირებამ კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა“, - აცხადებს მისრი.

როგორც მან აღნიშნა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, დეპუტატებსა და მოქალაქეებს შორის შეხვედრები შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ ირანში კორონავირუსით უკვე ორი მაღალჩინოსანი გარდაიცვალა. ასევე, ვირუსით დაინფიცირებულია ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი - 3 119-ს აღწევს, ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics