19:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 19:19:52, 1841 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი კიბერშეტევაზე - საქართველოს თავისი რესურსი არ ჰყოფნის იმისთვის, რომ საზარელ შემოტევებზე პასუხის გასცეს

„სამწუხაროა, რომ საქართველოს თავისი საგამოძიებო მოქმედებები და რესურსი არ ჰყოფნის მთლიანად, რომ გასცეს საკადრისი პასუხი ასეთ საზარელ შემოტევას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლოსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას მიესალმება.

„მწვავე და ინტენსიურია დაპირისპირება მიმდინარეობს მსოფლიო დონეზე. საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ამ დაპირისპირებისა და სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ საქართველოს თავისი საგამოძიებო მოქმედებები და რესურსი არ ჰყოფნის მთლიანად, რომ გასცეს საკადრისი პასუხი ასეთ საზარელ შემოტევას და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად მოქმედებენ როგორც ტექნიკური, ასევე სერიოზული დაცვითი მექანიზმების შექმნის მიზნით. მივესალმები იმას, რომ განცხადებები გააკეთეს აშშ-მ ყველა დონეზე, დიდმა ბრიტანეთმა და მე ვფიქრობ კიდევ ბევრი ქვეყანა შემოუერთება განცხადებას და საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოცხადება იქნება ნამდვილად საჭირო და აქტუალური“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics