21:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 14:05:38, 1799 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი მარგველაშვილზე - მისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა

„ვფიქრობ, მისგან წარმატებული პოლიტიკოსი არ გამოვა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას. 

როგორც მან აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა.

„არ ვიცი გიორგი მარგველაშვილს რა განწყობები აქვს. თავიდან იგი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, როდესაც უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, შემდეგ აბსოლუტურად გაიბნა დროსა და სივრცეში თავისი არაადეკვატური საქციელით, განცხადებებით. ვფიქრობ, წარმატებული პოლიტიკოსი მისგან არ გამოვა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ, „ტვიტერზე“ დაწერა, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics