|
2015-07-31 10:42:16, 646 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრმა და GIZ-ის პროგრამის ხელმძღვანელმა საერთაშორისო დაბეგვრის კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთაშორისო დაბეგვრის 6-თვიანი კურსი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ GIZ-ის პროგრამის „საჯარო ფინანსები სამხრეთ კავკასიაში“ ჯგუფის ხელმძღვანელი ბერნდ მიულერი, GIZ-ს ექსპერტი ვენდელა ვან დენ ბრიკი და IBFD-ის ექსპერტი ბარტ კოსტერი. ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი თანამშრომლობით კურსი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და ჩატარდა 4 მოდული. მოდულები ითვალისწინებდა საწყისიდან უმაღლეს ეტაპებს და მისი მიზანი იყო შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო დაბეგვრის საკითხზე მომუშავე კადრების კვალიფიკაციის ამაღლება, რათა ხელი შეეწყოს „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმებების პრაქტიკაში სწორ გამოყენებას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)