12:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 17:39:42, 358 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობა ათონელის რეზიდენციას კვლავ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთავაზობს

ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

საქართველოს მთავრობა რეზიდენციას კვლავ პრეზიდენტის ადმინისტრაციას სთავაზობს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხვა ალტერნატივა არ განიხილება, ვინაიდან შენობა უმაღლესი თანამდებობის პირისთვისაა დაგეგმარებული.

"არავითარი ახალი გადაწყვეტილება ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. გქვონდა სამწუხარო მიმოწერა ქალბატონ ირინასთან.როგორც იცით, იქნა მიღებული უშიშროების საბჭოს  მიერ ეს გადაწყვეტილება, ვერ გავიზიარებთ არგუმენეტებს ვერანაირად. რასაც ასაბუთებს ქალბატონი ირინა არის, რომ თითქოს არ შეესაბამება უმაღლლეს სტანდარტებს, თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ და ნახოთ მთავრობის ადმინისტრაციაში, რა პირობებში მუშაობდა უშიშროების საბჭოს აპარატი და ნახოთ ათონელის რეზიდენციაში, რა პირობებიც არის. ალბათ, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ მთავრობა არის სახელმწიფო ქონების გამკარგველი. ვერ გავიზიარებთ ვერც იმას, რომ თითქოს პოლიტიკური მიზეზების გამო იქნა ჩვენი მხრიდან რაღაც მოლაპარაკება ჩაშლილი.  პოლიტიკურ გაადწყვეტილებას სამწუხაროდ, მე პირადად მათ გადაწყვეტილებაში უფრო ვხედავ. დაველოდოთ, ვნახოთ, გვაქვს იმედი,  რომ პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გადაწყვეტს იმას, რომ გადავიდეს იმ შენობაში, რომელიც მათთვის აშენდა. სხვა ალტერნატივა ვერ განიხილება.ეს არის რეზიდენცია, რომელიც უმაღლესი თანამდებობის პირისთვისაა დაგეგმარებული და იქ სხვა უწყების განთავსება რაციონალური არ არის",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics