13:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 09:44:23, 434 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: პროგრამის მიღმა დარჩენილი მარტოხელა პენსიონერები კომპენსაციას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 3 თვიანი მონიტორინგის შედეგად სოციალურად დაუცველების შეფასების მეთოდოლოგიაში, შესაცვლელი საკითხები გამოიკვეთა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განცხადა,  ის სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც პროგრამის მიღმა აღმოჩნდენ, კომპენსაციას მიიღებენ.

"მინდა, გამოვეხმაურო სოციალურად დაუცველთათვის შეფასების მეთოდოლოგიას, დღეს განვიხილავთ ამ პაკეტს. ახალმა პროგრამამ, რომელიც მაისიდან დაიწყო, საშუალება მოგვცა, რომ მრავალსულიანი ოჯახების საჭიროებები უკეთ დაგვენახა. 3 თვის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ის საკითხები, რაც შეცვლას და გაუმჯობესებას საჭიროებს. დღეს, სწორედ იმ მარტოხელა პენსიონერებისთვის, რომლებიც პროგრამის მიღმა დარჩნენ, საარსებო შემწეობის აღდგენის საკითხს განვიხილავთ. უფრო მეტიც, მათ კომპესაციის სახით ავუნაზღაურებთ იმ თანხას, რომელიც იმ თვეებში უნდა მიეღოთ, როდესაც შემწეობის მიღება შეწყვეტილი ჰქონდათ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics