|
2020-01-27 15:25:22, 1437 ნახვა
კომენტარი
ელიზაბეთ რუდი: აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია
„აშშ ამაყობს, რომ საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახნის ცერემონილიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, ამერიკელმა დიპლომატმა აქცენტები აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობაზე გააკეთა და განმარტა, რომ ამერიკა აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას. ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უზრუნველყოფს, რომ უფრო მეტმა დაშავებულმა მებრძოლმა და მათი ოჯახის წევრებმა მაღალი დონის კომპლექსური ზრუნვა მიიღონ. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულებისა მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შინგით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცედენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით აშენდა. ამ ერთობლივი პროექტის მხარდასაჭერად ამერიკის მთავრობამ 4,5 მილიონი დოლარი გამოყო. ახალი ცენტრი უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის სინთეზია, სადაც დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მოხდება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)