|
2015-07-28 12:14:28, 838 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: გასაკვირი არ არის, რომ ლარის კურსი არ გამყარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს არ უკვირს, რომ ლარის კურსი არ გამყარდა. ლარის კურსის ცვალებადობა, კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარეობს. „ლარის კურსის რყევა, მე მგონი დღეს არ არის. ის, რომ ლარის კურსი არ გამყარდა წინა ნიშნულამდე, ეს გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ადგილობრივი ვალუტები ასევე გაუფასურებულია და საერთო ჯამში დოლარის გამყარება მიმდინარეობს. ვხედავთ მსოფლიოში რა ტენდენციაა და იგივეა ჩვენს რეგიონშიც“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა. ამასთან, მინისტრის თქმით, ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა, ძირითადად ნავთობის ფასებზეა დამოკიდებული. „ნავთობის ფასები ისევ დაბალ დონეზე რჩება, ეს თავისთავად იწვევს იმ ქვეყნებში საინვესტიო „მადის“ დაბალ დონეზე შენარჩუნებას, რაც წინა პერიოდის განმავლობაში გვქონდა. ჩვენი ძირითადი საინვესტიციო ქვეყნებია, ნავთობის ქვეყნები, ამიტომ, საქართველოში ინვესტიციები დიდწილად არის დამოკიდებული ამ ქვეყნებში საინვესტიციო „მადაზე“ და ამიტომ, ნავთობის დაბალი ფასები ყველაფერ ამაზე პირდაპირ აისახება. აქედან გამომდინარე, ის, რომ დღეს გვაქვს 2.25 ფარგლებში ლარის კურსი, ჩემთვის პირადად გასაკვირი არ არის. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ საბერძნეთში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი მოვლენები, რამაც ასევე გავლენა იქონია ფულადი გზავნილების შემოდინებაზე. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესები უკვე წარსულია, ვინაიდან ის ფაქტორები რაც ჩამოვთვალე, გარდა ნავთობის ფასისა, ფაქტობრივად აღმოფხვრილია. იმედი მაქვს, რომ საბერძნეთში, სადაც ჩვენი ბევრი თანამემამულეა, სიტუაცია გამოსწორდება. ამიტომ, მომავალში მგონია, რომ საქმე სტაბილურ კურსთან გვექნება, თუმცა, საკმაოდ დინამიურ რეგიოში ვცხოვრობთ და ყველანაირი გამოწვევსთვის საქართველო მზად უნდა იყოს, თუმცა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)