10:25 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 17:12:27, 1323 ნახვა

სამართალი
ემზარ კვიციანის ადვოკატები ირაკლი ფირცხალავას, კახა თარგამაძისა და პეტრე მამრაძის წინააღმდეგ ხვალ სარჩელს შეიტანენ

ემზარ კვიციანის ადვოკატები,  ხვალ, პირველ საათზე,  მორალური ზიანის დაკისრების მიზნით, ირაკლი ფირცხალავას, კახა თარგამაძისა  და პეტრე მამრაძის წინააღმდეგ  თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" კვიციანის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუმარტა, ხსენებულმა პირებმა მედიასაშუალებებით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ემზარ კვიციანი გამტაცებელი და მკვლელია.

ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წაყენებული ბრალდებების დამტკიცებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ფირცხალავას,  თარგამაძისა და მამრაძისთვის  მორალური ზიანის დაკისრებას მოითხოვენ.

"ირაკლი ფირცხალავამ, კახა თარგამაძემ  და პეტრე მამრაძემ სხვადასხვა მედიასაშუალებებით და პრესის მეშვეობით,  გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ემზარ კვიციანი არის გამტაცებელი,  მკვლელი და ა.შ.   ჩვენ ვითხოვთ,  დაგვიმტკიცონ,  თუ ვინ მოკლა,   ან ვინ გაიტაცა. თუ ვერ დაგვიმტკიცებენ, მაშინ სასამართლო თანხმობრივად მათ  მორალურ ზიანს დააკისრებს",-განუცხადა ალექსანდრე  კობაიძემ "ექსპრესნიუსს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics